Sunday, October 18, 2015



პროექტის პორტფოლიო















  ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო. ტრენინგის დახმარებით უფრო საფუძვლიანი გახდა ჩემი ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით. დავრწმუნდი პროექტებით სწავლების აუცილებლობა-საჭიროებაში. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარებს, საავტორო უფლებებს, შევქმენი გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი . შევადგინე შეფასების რუბრიკა, შევქმენი ჩემი ბლოგი, რომელზეც ავტვირთე ჩემი პორტფოლიო

Saturday, October 17, 2015

დღეს გავეცანით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  (სსსმ, არაქართულენოვანი, ნიჭიერი) მოსწავლეებისათვის საჭირო აქტივობების ნიმუშებს, ფასილიტაციის მასალებს, რაც დამეხმარება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით საჭირო აქტივობების დაგეგმვაში.

Sunday, October 11, 2015

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის შეფასების სხვადასხვა რუბრიკებსა და ინსტრუმენტებს, რაც დამეხმარება თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად.

Saturday, October 10, 2015

   დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი იყო. მრავალი პრაქტიკული და საჭირო რჩევა მივიღეთ  ჩვენი ტრენერის ქალბატონი ირინასგან, რაც აუცილებლად დამეხმარება სასწავლო პროცესში პროექტული სწავლების დანერგვაში. გავეცანით მიზნის შესაბამისი საუკეთესო ინსტრუმენტების არჩევას. შევქმენით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები. შევადგინეთ კვლევის კითხვარები,  ცხრილები, რითაც დავეხმარები მოსწავლეებს აწარმოონ კვლევა. ვიმუშავეთ კვლევის შედეგების დიაგრამის საშუალებით გამოსახვაზე.