დღევანდელი ტრენინგი ნაყოფიერი იყო. მრავალი პრაქტიკული და საჭირო რჩევა მივიღეთ ჩვენი ტრენერის ქალბატონი ირინასგან, რაც აუცილებლად დამეხმარება სასწავლო პროცესში პროექტული სწავლების დანერგვაში. გავეცანით მიზნის შესაბამისი საუკეთესო ინსტრუმენტების არჩევას. შევქმენით და ერთმანეთს გავუზიარეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები. შევადგინეთ კვლევის კითხვარები, ცხრილები, რითაც დავეხმარები მოსწავლეებს აწარმოონ კვლევა. ვიმუშავეთ კვლევის შედეგების დიაგრამის საშუალებით გამოსახვაზე.
No comments:
Post a Comment